ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე არასამთავორობო ორგანიზაციების მიერ სტიქიის ლიკვიდაციის პროცესის მონიტორინიგის ჩატარების დაწყებაზე საუბრობს. მისი განმარტებით, სტიქიიდან პირველივე წუთებში ყველა უწყება მაქსიმალურად მობილიზებული იყო.
„იმაზე საუბარი, რომ არ იყო კოორდინაცია და არასწორად მოქმედებდა შესაბამისი სამსახური, ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები, რომელსაც გარკვეული ტელევიზია თავისი პოლიტიკური ინეტერესების გამო ახორციელებს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.