„მზად ვართ პროცესი იყოს ღია და გამჭვირვალე,“-ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია არასამთვარობო ორგანიზების მხრიდან სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესის მონიტორინგის დაწყებას.
დავით ნარმანიას თქმით, ისინი მაქსიმალურად ითანამშრომლებენ არასამთავრობო სექტორთან, ვინაიდან ეს მათ ინტერესშიც შედის.
„სწორედ ამიტომ სპეციალური ვებგვერდი იქმნება, სადაც ყოვედღიურად იქნება განთავსებული ინფორმაციები, ძალიან ინტერაქტიულ რეჟიმში იქნება მუშაობა და ძალიან გამჭვირვალე იმისათვის, რომ როგორც საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ასევე ზოგადად საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
არასამთავრობო ორგანიზაციები სტიქიის შედეგბის ლიკვიდაციის პროცესის მონიტორინგს იწყებენ.