არასამთავრობო ორგანიზაციები სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესის მონიტორინგს იწყებენ. ისინი აპირებენ დააკვირდნენ ხელისუფლების მოქმედებას და გადაწყვეტილებებს ამ პროცესში.
არასამთავრობოები აცხადებენ, რომ პროცესს გაუწევენ სრულ მონიტორინგს სამი მიმართულებით კერძოდ, შეისწავლიან რამდენად ეფექტური და კოორდინირებული იყო მთავორბა, ასევე გაარკვევენ რამდენად სამართლიანად და ეფექტურად დაიხარჯება თანხები რომელიც გამოყოფილია ზარალის ლიკვიდაციისთვის და ასევე არასამთავრობოები მის სამართლიანობისა და კანონიერბების ჩარჩოებში ყოფნას დააკვირდებიან.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის ანა ნაცვლიშივის შეფასებით, ლეგიტიმურად ისმის კითხვა რამდენად მომზადებული შეხვდა სახელმწიფო ტრაგედიას და რამდენად ეფექტური იყო სხვადასხვა უწყებების მუშაობა.
„ლეგიტიმურად ისმის კითხვები რამდენად მომზადებული შეხვდა სახემწიფო ამ ტრაგედიას და რამდებად კოორდინირებული იყო სახელმწიფო უწყებების მუშაობა, რათა მინიმუმდე ყოფილიყო შემცირებული ზარალი და ამის შმედეგ რამდენად გამწვირვალე და სწორი იქნება სახელმწიფოს ნაბიჯები, რომ ის თანხმები რომლებიც მობილიზდა, ნამდვილად მივიდეს დაზარალებულებდამდე,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)“ გამგეობის თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა მოუწოდა მთავრობას, რომ უფრო პროაქტიური იყოს.