03 ოქტომბერი 2024,   00:34
ვრცლად
გორში ვერხვების დევნილთა დასახლებაში ძლიერმა წვიმამ სახლები დატბორა

გორში ვერხვების დევნილთა დასახლებაში ძლიერმა წვიმამ სახლები დატბორა. როგორც ადგილობრივებმა "კურიერს" აცნობეს დევნილთა დასახლებას წლებია ეს პრობლემა აწუხებთ.

ვერხვების დევნილთა დასახლების მაცხოვრებლებმა არაერთხელ მიმართეს გორის გამგეობას პრობლემის მოგვარების თხოვნით, თუმცა არცერთ მიმართვაზე რეაგირება არ მომხდარა.

ადგილობრივების თქმით მათ დასახმარებლად არც წვიმის შემდეგ მიდიან.

გორში ძლიერ წვიმას სეტყვაც მოჰყვა. დაზარალებულები გამგეობისგან დახმარებას ითხოვენ.

 
დღის ამბები