03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
პროკურატურაში ნათია გედენიძის დაკითხვა მიმდინარეობს

პროკურატურაში ნათია გედენიძის დაკითხვა მიმდინარეობს. პროკურატურამ ფოტოგრაფების ცნობილ საქმეზე გამოძიება ახლიდან დაიწყო, რადგან თავად ეს ფოტოგრაფები ბრალეულობის მოხსნას ითხოვენ. 

დაკითხვაზე შესვლამდე ნათია გედენიძემ აღნიშნა, რომ მათი მოთხოვნა ხელახალი გამოძიებაა და "ჯაშუშობის სტატუსის მოხსნაა". 

ამ დროისათვის უკვე დაკითხულები არიან ჯაშუშობისათვის ბრალდებული  გიორგი აბდალაძე და ზურაბ ქურციკიძე. ნათია გედენიძის დაკითხვა პროკურატურაში საათზე მეტია, რაც გრძელდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები