20 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
სტიქიამ თეთრი წყაროს რაიონის სამი სოფელიც დააზარალა

ახალსოფელი, ზირბითი და გოქნარი-ეს ის სოფლებია, რომლებიც წყნეთი-ბეთანიის გზით სარგებლობდნენ. სტიქიის დროს ჩამოწოლილი მეწყერის შემდეგ ათეულობით ოჯახს ცენტრალურ გზასთან დასაკავშირებლად 5 კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ.

მოსულმა წვიმამ და ღვარცოფმა მოსავალი მთლიანად დატბორა. სოფლები ელექტროენერგიის და წყლის გარეშე არის დარჩენილი. მოსახლეობა დახმარების მოლოდინშია.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით ზარალი უკვე შესწავლილია და ის რამდენიმე ათეულ ათას ლარს აღწევს. ინფორმაცია უკვე გადაგზავნილია ინფრასტრუქტურის სამინისტროში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია როდის მოხდება კომპენსაციების გაცემა.

ავტორები: გიორგი იუკურიძე, დავით ხურციძე, ქეთი ჯაფარიძე.

 
დღის ამბები