20 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
მოსახლეობის მიერ ფოტოებზე აღბეჭდილი ცხოველი ზოოპარკის ვეფხვი არ აღმოჩნდა

დღის ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაიშიფრა ბაგების მაცხოვრებლების მიერ გადაღებული ფოტოები და დაიკითხნენ მოქალაქეები და სპეციალისტები უკვე დაზუსტებით ამბობენ, რომ ფოტოსურათზე აღბეჭდილი ცხოველი არ არის ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვი. მათი თქმით ის სავარაუდოდ ლელიანის კატაა. ფოტოები დამატებითი ექსპერტიზისთვის გადაიგზავნება შესაბამის სპეციალისტებთან. 

კრიზისების მართვის საბჭო ბოლო 2 დღის განმავლობაში მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ  მოუწოდებს. 

თბილიში უკვე მეექვსე დღეა ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს ეძებენ, 2 დღეა კი დედაქალაქში დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და აფთარი. 

მხოლოდ დღეს 112-ში 100-მდე სატელეფონო ზარი შევიდა. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ მათ მტაცებელი შენიშნეს ან ხმა მოესმათ. თითოეულ ზარზე რეაგირება მოხდა თუმცა უშედეგოდ, ადგილზე ვერც მტაცებელი იპოვეს და ვერც ნაკვალევი აღმოაჩინეს. 

მტაცებელი ვერ იპოვეს დღეს კუს ტბის და ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე. აქ სპეციალისტები მონადირეებთან და ძაღლებთან ერთად მუშაობდნენ ადგილზე დააყენეს ფოტომახეებიც თუმცა უშედეგოდ. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ადგილი სპეციალურმა ჯგუფებმა ისე დატოვეს, რომ ვერც მტაცებელი და ვერც ნაკვალევი ვერ აღმოაჩინეს. 

ავტორი: დავით კაკულია. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები