20 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
თბილისში დაწყებული წვიმის გამო სტიქიის ზონაში სამუშაოები შეჩერდა

თბილისში დაწყებული წვიმის გამო სტიქიის ზონაში სამუშაოები შეჩერდა. ადგილზე ქალაქის მერი დავით ნარმანია იმყოფებოდა, რომელმაც "კურიერთან" საუბრისას თქვა, რომ სამუშაოები კარგი ამინდის შემთხვევაში ხვალ განახლდება.

„დაიწყო წვიმა და ცოტა ხნით შეჩერდა ტექნიკის მუშაობა, თუმცა იქ სადაც უსაფრთხოა იქ გრძელდება მუშაობა და მთელი ღამეც არ გაჩერდებიან. თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები, რომლებიც გრაფიკით მუშაობენ, შესაბამისად ისინიც გაჩერდნენ. ხვალ დილიდან თუ კარგი ამინდი იქნება სამუშაოებიც განახლდება,“ - აცხადებს დავით ნარმანია.

დღეიდან სტიქიის ზონაში უსაფრთხოების ზონები გაამკაცრეს. სვანიძის ქუჩაზე შესვლა მხოლოდ სპეცტანსაცმლითა და აირწინაღებით იყო შესაძლებელი. ვაკის რაიონის გამგებელი ლაშა აბაშიძე სვანიძის ქუჩის გაწმენდით სამუშაოებში ტექნიკის დამატების აუცილებლობაზე საუბრობს.

საგანგებო ზომებია მიღებული ზოოპარკშიც, სადაც მხოლოდ სამხედრო ნაწილები და სპეციალისტები მუშაობენ. დასუფთავების სამუშაოებში დღეს 351 სამხედრო და 57 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა.

ერთადერთი ადგილი, სადაც მოხალისეები დღეს დაუშვეს, მზიურის ტერიტორიაა, თუმცა იქაც განსაკუთრებული მოთხოვნები იყო.

„მოხალისეები ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოებს აკეთებენ, ძირითადად დიდი მორების დახერხვა და ტერიტორიიდან გატანა,“ - აცხადებს კახა კალაძე.

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი.

 
დღის ამბები