04 სექტემბერი 2026,   23:46
ვრცლად
მთის კურორტებზე სამაშველო ჯგუფების გადამზადება მიმდინარეობს

მთის კურორტების განვითარების კომპანიამ დაიწყო კომპანიის მართვაში არსებული ყველა კურორტის, გუდაურის, ბაკურიანის, გოდერძისა და სვანეთის სამაშველო ჯგუფების პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით აღჭურვა და გადამზადება.

სამაშველო ბრიგადების სწავლება პრაქტიკულ და თეორიულ ტრენინგებს მოიცავს. კონკრეტული ცოდნის გარდა სამაშველო ჯგუფები პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით აღიჭურვნენ. გადამზადება 106-მა მაშველმა გაიარა. პროექტის მხარდამჭერია შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო.

დღის ამბები