20 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
"მოგვიწევს თუნდაც დროებით, მაგრამ მაინც ამ გზის აღდგენა"-ჯავახიშვილი ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე საუბრობს

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი საბურთალოსთან დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალის მშენებლობის აუცილებლობაზე საუბრობს. მინისტრის განცხადებით მთავრობამ სპეციალისტებისგან მიიღო ინფორმაცია შეძლებდა თუ არა ვერეს ხეობაზე არსებული გვირაბები მეწყერის ჩამოშლის გარეშე უხვი ნალექის სახით არსებული დიდი ოდენობის წყლის გატარებას. სპეციალისტები ფიქრობენ რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა.

„უპირველესად ჩვენ უნდა შევჯერდეთ ყველა სპეციალისტთან ვისაც ამ სფეროში ჭკუა მოეკითხება, ღირს თუ არა არსებული გზის აღდგენა, მე ვთვლი პირადად, რომ ჩვენ ამ გზის აღდგენა ყველა შემთხვევაში მოგვიწევს, თუმცა ეს არის ჩემი პირადი აზრი და მე ამ საქმის არაპროფესიონალი ვარ, თუმცა დღეს დაისვა შეკითხვა რომ არა უზარმაზარი ხე ტყის ჩამოტანისა, რომელმაც გაჭედა პირველივე გვირაბი, დანარჩენ მასას გაატარებდა თუ არა, ეს ჯერ დათვლილი არ არის. პირველადი მონაცემებით ითქვა, რომ შეიძლება გაეტარებინაო, ამიტომ ამას კარგად შესწავლა სჭირდება,“ - ამბობს ჯავახიშვილი.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ქალაქისთვის ამ მაგისტრალის მნიშვნელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ქალაქი ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლებს.

„ჩვენ ამ ქალაქში დავდივართ და ვიცით, რომ მიუხედავად იმისა, რომ გმირთა მოედანი გაიხსნა მაინც ძალიან ძნელია ამ ქალაქში გადაადგილება განსაკუთებით ვაკე-საბურთალოს მიმართულებით. ამიტომ მე ვთვლი, თუმცა ეს ხვალ, ზეგ, და უახლოეს დღეებში გადაწყდება, მოგვიწევს ალბათ თუნდაც დროებით მაგრამ მაინც ამ გზის აღდგენა,“ - აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.

 
დღის ამბები