საგამომცემლო სახლის "სახელების" აუქციონზე სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის 56 190 დოლარი შეგროვდა.
საღამო სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო.
აუქციონზე 7000 დოლარად რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევარი გაიყიდა. 4000 დოლარად კი - პრეზიდენტ მარგველაშვილის პირადი ნივთი.
ლოტებს შორის იყო ნინო ანანიაშვილის პუანტებიც, რომელიც საქველმოქმედო აუქციონზე უკვე მეორედ გაიყიდა.
აუქციონზე წარმოდგენილი იყო ქართველი მხატვრების ნამუშევრები, მწერლების და პოეტების ხელნაწერები, ცნობილი ადამიანების პირადი ნივთები და პატრიარქის გამოგზავნილი იშვიათი ზომის ონიქსის ქვაც.