მთა-თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა ამ დრომდე გასაწმენდია.
ამის შესახებ ის მძღოლები საუბრობენ, რომლებსაც ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანიდან მთა-თუშეთში ტურისტები გადაჰყავთ.
მათი თქმით, განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა გზის 50-ე და 53-ე კილომეტრზე, სადაც მეწყერსაშიში ზონაა.
თუ ამ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარდა, ისინი შიშობენ, რომ შესაძლოა, გზის ნგრევას მსხვერპლი მოჰყვეს.
მძღოლები პასუხისმგებლობას კომპანია თუშეთის გზას აკისრებენ და აცხადებენ, რომ ტენდერებში გამარჯვების მიუხედავად, კომპანია გზის მოვლა-პატრონობის ვალდებულებას არ ასრულებს და არც სპეცტექნიკას იყენებს.
მძღოლების პრეტენზიას კომპანიაში პასუხობენ. მძღოლებს მოთმინებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ გზის გაწმენდა სისტემატურად მიმდინარეობს.