სინოპტიკოსები დღეს თბილისში ძლიერ წვიმას არ ელოდებიან.
როგორც რუსთავი2-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, დოდო გვაზავამ, განუცხადა, თბილისში დღეს მცირე წვიმაა მოსალოდნელი.
"სეტყვა შეიძლება მხოლოდ სადმე მაღალმთიან რეგიონში იყოს. თბილისში მხოლოდ მცირე წვიმას ველოდებით," - განაცხადა დოდო გვაზავამ.