"სექტემბრის შუა რიცხვებამდე იქ ავტომანქანების მიმოსვლა უნდა იყოს აღდგენილი," - ამის შესახებ ქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ, დღეს მერიაში გამართული თათბირის შემდეგ განაცხადა.
ვერეს ხეობის რეაბილიტაციაზე დღეს თბილისის მერიაში იმსჯელეს.
პროექტის ძირითადი მახასიათებლების შესამუშავებლად დედაქალაქის მთავრობა სპეციალისტებთან თანამშრომლობს.
გადაწყდა, რომ ოთხშაბათისთვის სპეციალისტებმა ხეობის რეაბილიტაციის გრძელვადიანი პროექტის მონახაზები უნდა წარმოადგინონ.
დღევანდელ თათბირზე ასევე გადაწყდა მდინარე ვერეზე წინასწარი შეტყობინების სისტემის დამონტაჟებაც.