ზოოპარკში გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. დაზუსტებით იმის თქმა, რომ მტაცებლები წყალდიდობას ცოცხლად გადაურჩნენ, ჯერჯერობით შეუძლებელია.
ზოოპარკის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად ცხოველების ლეშს პოულობენ და აღრიცხვა ასე მიმდინარებს. თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ ზოოპარკის დახოცილი რომელიმე ბინადარი შესაძლოა, შლამში ვერ შეემჩნიათ.