20 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
სტიქიის დროს დაღუპული მაშველი სოფელ აღაიანში დაკრძალეს

სტიქიის დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველი დღეს სოფელ აღაიანში დაკრძალეს. 36 წლის ზურა მუზაშვილი სოფლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან გაასვენეს.

მისთვის პატივის მისაგებად აღაიანში პრემიერი და ხელისუფლების სხვა წევრები ჩავიდნენ.

გარდაცვალებამდე მაშველმა 8 ადამიანი გადაარჩინა, მათ შორის იყო მისი მეწყვილეც.

ზურა მუზაშვილის მამას შვილის სამოქალაქო თავდადებისთვის ჯილდო გადაეცა.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები