მზიურის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა.
ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ადგილზე თბილისის მერი და მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ.
პრემიერმა მოხალისეებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე გააკეთა განცხადება და თქვა, რომ მოხალისეები ხვალიდან უფრო მსუბუქ სამუშაოებში ჩაერთვებიან, გაწმენდით სამუშაოებს კი ისინი აღარ შეასრულებენ.
„ძალიან ვნერვიულობთ და გვეშინია ახალგაზრდების დასუფთავების საქმიანობაში მონაწილეობაზე. ხვალიდან მოხალისეებს შედარებით მსუბუქ საქმეზე გადავიყვანთ,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მზიურის ტერიტორიაზე მისულმა ჯანდაცვის მინისტრმა და ქალაქის მერმა ლაგუნა ვერესთან აღმოჩენილ ქლორის ავზებზე ისაუბრეს და თქვეს, რომ შესაბამისი უწყებები მუშაობენ ამ მიმართულებით და აღმოჩენილი ავზები მოქალაქეებისთვის უსაფრთხოა.