20 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
"საქმის კეთების ნაცვლად მთავრობა დაკავებულია სპეკულაციით" - სააკაშვილი სტიქიაზე

ექსპრეზიდენტი თბილისში მომხდარ სტიქიაზე საუბრობს და მთავრობის მუშაობას აფასებს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი საქმის კეთების ნაცვლად „სპეკულაციით არის დაკავებული“.

„იმის მაგივრად, რომ გაწმინდოს ახლა თბილისის ცენტრი, აღადგინოს მოძრაობა და დაეხმაროს დაზარალებულებს, ბევრად მეტ დროს უთმობს სპეკულაციებს. ყველაფერი უნდა იყოს კარგად გარკვეული და გამოძიებული. მაგრამ სრულიად ნათელია, სტიქიური უბედურებები ხდება ყველგან. მთავრობა იზომება იმის მიხედვით, რამდენად სწრაფად და სწორად რეაგირებს,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 
დღის ამბები