19 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის შედეგად გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა - ირაკლი იმნაიშვილი დიდ ბრიტანეთში არსებულ რეგულაციებზე

რითი განსხვავდება დიდ ბრიტანეთში არსებული შეზღუდვები საქართველოსგან - "ღამის კურიერის" ეთერში ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა ისაუბრა იმ რეგულაციებზე, რომლებიც კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დაწესებულია ბრიტანეთში.

"პირველი, რაც უნდა გააკეთო ვიდრე ჩამოხვალ - აიღო PCR ტესტი ყველაზე გვიან 72 საათით ადრე, ეს სტანდარტული ფორმაა, თუმცა PCR-ის გარდა ბრიტანეთში ითხოვენ, რომ შეავსო "მგზავრის ლოკაციის ფორმა" და ასევე, აუცილებლად წინასწარ შეიძინო PCR ტესტი, 2 ცალი, რომელიც მოგივა იმ მისამართზე, რომელსაც ამ ფორმაში მიუთითებ. 10 დღე თვითიზოლაცია არის აუცილებელი ნორმა და ამ 10 დღის განმავლობაში, ადამიანმა სახლის პირობებში უნდა გაიკეთოს ტესტი.

მეორე და მერვე დღეს, უნდა გაკეთდეს ეს ტესტი სახლის პირობებში, ფოსტით უნდა გააგზავნო ეს ტესტი ლაბორატორიაში. იმ შემთხვევაში, თუ ტესტის პასუხი იქნება დადებითი, ჯანდაცვის სისტემაში უკვე ცნობილია, თუ სად არის დადებითი ტესტის პაციენტი და მოკლე დროში მოხდება მისი კლასტერის იდენტიფიცირება.

AstraZeneca-ს ვაქცინა დიდი ბრიტანეთის მასშტაბით შენელებულია უფრო, გაჩერებული არ იყო.

დიდ ბრიტანეთში, არ არის დაფიქსირებული ვაქცინაციის შედეგად გართულებების გარდაცვალების შემთხვევა," - განაცხადა ირაკლი იმნაიშვილმა.

დღის ამბები