20 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
შუმბას მშობლები სტიქიას გადაურჩნენ

შუმბას ოჯახის წევრები სტიქიას უვნებლად გადაურჩნენ. ერთი ლომი და 4 ვეფხვი მოვარდნილი ნიაღვარისგან ახალმა ვოლიერებმა და შემაღლებულმა ადგილმა დაიცვა.

ვოლიერების ადგილმდებარეობამ გადაარჩინა ორი ლეოპარდიც.

ზოოპარკში მტაცებლების სახეობას ახლა სწორედ შუმბას ოჯახი და ორი ლეოპარდი შეადგენს.

შავ ზოლიან ვეფხვს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

წინასწარი მონაცემებით, ადმინისტრაციას უკვე აღწერილი ჰყავს ნაპოვნი და დაღუპული ცხოველები. საერთო რაოდენობით სტიქიამ ზოოპარკის 100-მდე ბინადარი იმსხვერპლა. თუმცა, მონაცემები გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად იცვლება.

სტიქიას ბეჰემოტთან ერთად სპილო, პინგვინები და ის ცხოველები გადაურჩნენ, რომელთა ვოლიერამდეც წყალმა ვერ მიაღწია.

 

ავტორები: ნათია მღებრიშვილი, ვახო ბუნტური.

 
დღის ამბები