მთავრობის კანცელარიაში საგანგებო შტაბის სხდომა დაიწყო, რომელსაც პრემიერ–მინისტრი ხელმძღვანელობს.
შეხვედრაზე სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციის გზებს და მიმდინარე სამუშაოებს განიხილავენ.
შეხვედრის დაწყებამდე შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება სვანიძის ქუჩიდან მოხალისეების გაყვანის თაობაზე.
გომელაურის თქმით, სვანიძის ქუჩაზე მთის მცირედი ჩამოშლა მოხდა, რის გამოც გაწმენდით სამუშაოებში მონაწილე პირები ტერიტორიიდან გაიყვანეს.
საგანგებო შტაბის დაწყებამდე ეპიდემიის საშიშროება კიდევ ერთხელ გამორიცხა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ.
საგანგებო შტაბის სხდომის დასრულებისას არ არის გამორიცხული, სტიქიიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგ პრემიერმა შემაჯამებელი განცხადება გააკეთოს.
ავტორი: თამად ბაღაშვილი