კახეთის რეგიონის კოლეჯებში სწავლება სრულფასოვნად ხორციელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი კახეთის რეგიონის პროფესიულ სასწავლებლებს ეწვია და სასწავლო პროცესის მიმდინარეობასა და უსაფრთხოებისთვის მიღებულ ზომებს ადგილზე გაეცნო.
მასთან ერთად დედოფლისწყაროს, ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში მდებარე კოლეჯები გუბერნატორმა ირაკლი შიოშვილმა და გუბერნატორის მოადგილე პლატონ კალმახელიძემ მოინახულა.
თამარ ქიტიაშვილის შეფასებით, სასწავლებლებში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ სტუდენტებმა პროფესიული განათლების მიღება უსაფრთხოდ შეძლონ.