ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მანანა კობახიძე, რუსთავი2-ს აკრიტიკებს და "ტენდენციურს" უწოდებს.
"სამწუხაროა, რომ ტენდენციურები ხართ და საკუთარ პიარზეც ბევრს მუშაობთ. ძალიან არ მომეწონა, როდესაც ჯერ კიდევ გვამები იყო გმირთა მოედანზე და სცენა გამართეთ იქ და ლამაზი მაკიაჟით თავს იწონიდით. მე თქვენ მადლობას ვერ გადაგიხდით. ჩემმა მეგობარმა თინამ გადაგიხადათ მადლობა, მაგრამ მე ვერ გადაგიხდით იმიტომ, რომ ტენდენციურები ხართ, იმიტომ რომ ყველანაირად ცდილობთ ხელი გაიშვიროთ ქართული ოცნებისკენ," - ამბობს კობახიძე.
ვიცე-სპიკერი 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ხელისუფლების საქმიანობას დადებითად აფასებს და ოპოზიციას აკრიტიკებს.
კობახიძემ გარკვეული პოლიტიკური ძალები "ქულების ჩაწერასა" და "სიტუაციით სარგებლობაში" დაადანაშაულა.
მანანა კობახიძე 13 ივნისის ღამეს სამაშველო სამსახურების არასათანადო მუშაობაზე პოლიტიკური კონტექსტით საუბარს "უსინდისობას, უპასუხისმგებლობასა და უსამართლობას" უწოდებს.