ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის პროცესში ცვლილებებია და აცრას 65 წელს ზემოთ ადამიანები შეძლებენ.
"მნიშვნელოვანი იყო გვემსჯელა, რა იქნებოდა საქართველოში ვაქცინაციასთან მიმართებაში ახალი ტაქტიკა.
მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში, კერძოდ 65 წელზე ზემოთ მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი ვაქცინა.
ეს არის ის მოწყვლადი ჯგუფი, რომელიც მნიშვნელოვანია,"-აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.