საერთაშორისო დონორები საქართველოს დაეხმარებიან, თუმცა რა მხრივ და რა თანხები იქნება გამოყოფილი ეს ამ დროისთვის უცნობია. არსებული ინფორმაციით საერთაშორისო ორგანიზაციები ელოდებიან კონკრეტულ პასუხს მთავრობისგან თუ რა მიმართულებით ესაჭიროებათ მათ საერთაშორისო დახმარება.
უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირი საქართველოს 3 მილიონიანი გრანტით დაეხმარება.
დღესვე სტიქიით დაზარალებულთა დახმარების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა. გიორგი ქადაგიძის განცხადებით 3 დღეში გახდება ცნობილი თუ რამდენია ვალის სრული ოდენობა, რომელიც დაზარალებულ მოქალაქეებს ბანკების მიმართ გააჩნიათ.
გიორგი ქადაგიძის განცახდებით, კომერციული ბანკები ამ დროისთვის ფიქრობენ, რომ სასესხო ვალდებულებები სრულად გაუქმდეს აღნიშნული მოქალაქეებისათვის, თუმცა როგორც ქადაგიძე ამბობს, გადაწყვეტილებას კომერციული ბანკები ზუსტი ციფრების გამოქვეყნების შემდეგ მიიღებენ.