სროლები შეერთებულ შტატებში. ინციდენტები ერთდროულად მიჩიგანისა და პენსილვანიის შტატებში მოხდა.
ქალაქ დეტროიტში უცნობმა პირმა ცეცხლი წვეულებაზე გახსნა, რომელიც ღია ცის ქვეშ მიმდინარეობდა.
შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა, რამდენიმე მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ანალოგიური თავდასხმა მოხდა ფილადელფიაშიც.
სროლის შედეგად აქ 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი.
თავდასხმების მოტივი ჯერჯერობით უცნობია.