გუდამაყრის ხეობაში, სადაც კლდოვანი ფერდობია ჩამოშლილი, დილიდან გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს ელოდებიან. სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, არის თუ არა მასის კვლავ ჩამოსვლის საშიშროება. შესაბამისი დასკვნის გარეშე ტერიტორიის გაწმენდა ვერ დაიწყება.
უხვი ნალექის გამო ოშპიტელი-გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე კლდოვანი ფერდობი გუშინ ჩამოიშალა და 22 სოფლისკენ მიმავალი გზა ჩაიკეტა. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მოსახლეობას არანაირი პრობლემა არ აქვს და მათთან კონტაქტი შემოვლითი გზებით ხორციელდება.