04 სექტემბერი 2026,   22:34
ვრცლად
უამინდობის გამო მაღალი ძაბვის ხაზი დაზიანდა - მცხეთა-მთიანეთის ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშა

უხვი ნალექისა და ყინვის გამო დაზიანდა მაღალი ძაბვის 110 კვ(საჰაერო) გადამცემი ხაზი, რის შედეგადაც ელექტროენერგია არ მიეწოდება დაბა გუდაურს, ფასანაურს და მიმდებარე სოფლებს, ჭართალს, ხანდოს ხეობას, გუდამაყარს.

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის, დავით ნოზაძის განცხადებით, პრობლემის აღმოსაფხვრელად დილის 6 საათიდან შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები.

დღის ამბები