სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს ეკომიგრანტის სტატუსი მიენიჭებათ. ამის შესახებ გაცნხადება სვანიძის ქუჩაზე დევნილთა მინისტრმა გააკეთა. სოზარ სუბარის განცხადებით უკვე სრულად არის ცნობილი 20 ოჯახის ზარალის ოდენობა.
პროცესში როგორც ცნობილია თბილისის მერია, ვაკისა და საბურთალოს გამგეობები, დევნილთა სამინისტრო და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროა ჩართული.
როგორც დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, დადგინება ყველა დაზარალებული მოქალაქის მდგომარეობა, განისაზღვრება სტიქიის შედეგად მათთვის მიყენებული ზარალი და ამის მიხედვით მოხდება მათთვის დახმარების გაწევა.