20 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
კრიზისი კრიზიების მართვაში-რატომ არ გამოცხადდა ევაკუაცია

სპეციალისტები ამბობენ, რომ 13 ივნისს მთავრობას 2 საათი ჰქონდა იმისათვის, რომ მოსალოდნელი სტიქიის შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ. როგორც ექსპერტები ამბობენ ამას მთავრობის წარმომადგენლები მაშინ უნდა მიხვედრილიყვნენ, როდესაც ვერეს ხეობის სათავეში მეწყერი ჩამოწვა.

13 ივნისს სტიქიის ღამეს რიგ შემთხვევაში მაშველებს და საპატრულო ეკიპაჟებს შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტები ასწრებდნენ. ამას ის კადრებიც მოწმობს, რომელიც ტელეკამერების ობიექტივში მოხვდა. 

აღმოჩნდა, რომ რიგ შემთხვევაში გამოძახებებზე რეაგირება დაგვიანდა და სპეციალურ ორგანოებს შორის კოორდინაციაც დარღვეული იყო.

კრიზისი კრიზისების მართვაში მხოლოდ მომხდარი სტიქია არ აღმოჩნა. თბილისში სტიქიის შემდეგ ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა, ეს კი მას შემდეგ მოხდა რაც წინა დღეს კრიზისების მართვის ხელმძღვანელმა საზოგადოებას მისცა ინფორმაცია, რომ დედაქალაქში მტაცებელი ცხოველები აღარ იყვნენ, ადგილი კი სადაც შემთხვევა მოხდა უმეთვალყურეოდ იყო დატოვებული. 

კითხვაზე რატომ არ გამოცხადდა ევაკუაცია ამაზე პასუხი არ არის. 

ავტორი: პაატა იაკობაშვილი

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები