09 სექტემბერი 2026,   13:59
ვრცლად
თუ რომელიმე რეგიონში ეპიდემიოლოგიური სურათი სარისკო იქნება, წერტილოვანი შეზღუდვები დღის წესრიგში დადგება - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, არ გამორიცხავს, რომ წერტილოვანი შეზღუდვები კვლავ დღის წესრიგში დადგეს.

ამის გამომწვევი მიზეზი კი შესაძლოა, რომელიმე რეგიონში ეპიდემიოლოგიური სურათის გაუარესება  იყოს.  

"წერტილოვანი შეზღუდვები დღის წესრიგში აუცილებლად დადგება, თუკი რომელიმე რეგიონში ეპიდემიური სურათი უფრო სარისკო იქნება. ჯანდაცვის სისტემა კი, იმგვარ ტალღებს ვეღარ გაუძლებს, რაც ნოემბერ-დეკემბერში გადავიტანეთ. ჩვენ რეგიონულ ანალიზს ყოველდღიურად ვატარებთ და გადაწყვეტილებებიც შესაბამისად იქნება მიღებული,"- აცხადებს თამარ განუნია. 

დღის ამბები