13 ივნისის საშინელ ღამესთან ერთად მოქალაქეები მომავალი თაობის ერთობამ და ორგანიზებულობამ აალაპრაკა.
სტიქიის მეორე დღეს სოციალურ ქსელში მოხალისეთა ჯგუფი შეიქმნა. გაერთიანდა ყველა წარმომავლობის, რელიგიის, მსოფხედველობისა და პოლიტიკური ნიშნის მიუხედავად.
დაიგეგმა ღონისძიებები. ჯგუფი მართული და ორგანიზებული თავად ახალგაზრდების მიერვე იყო. საჭიროებებიდან გამომდინარე ჯგუფში დავალებები იწერებოდა და მოხალისეებიც შესაბამისად ნაწილდებოდნენ.
მომავალი თაობა იყო ყველგან-გმირთა მოედანზე, ზოოპარკში, მზიურის პარკში, სვანიძის ქუჩაზე და ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ დაზიანებულ გზაზეც.
მოხალისეთა ერთი ნაწილი მძიმე სამუშაოს ასრულებდა და დაბინძურებულ ტერიტორიას ასუფთავებდა, მეორე ნაწილი კი მომუშავეებს საკვებს უმზადებდა და აწვდიდა, ნაწილი მათ ტელეფონებს ტენიდა. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მათ უფასო ტრანსპორტით ემსახურებოდა.
მოხალისეების ნაწილმა სტიქიის ღამეს მაშველების ფუნქციაც შეითავსეს და სპეციალურ სამსახურებს სტიქიის დროსაც ეხმარებოდნენ.
ავტორი: თაკო მესი