20 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
საფრთხე, რომელსაც მდინარე ვერეს ადიდების შედეგად სოფელ წვერის მოსახლეობა აწყდება

13 ივნისის სტიქიის შედეგად არა მხოლოდ ბეთანია, წყნეთი და თბილისი არამედ სოფელი წვერიც დაზარალდა.

მართალია სტიქიას აქ არც მსხვერპლი და არც ნგრევა არ მოჰყოლია, თუმცა დასახლებამდე მისვლა თითქმის შეუძლებელია. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

დასახლებამდე მისასვლელად "პოსტსკრიპტუმის" გადამღებმა ჯგუფმა გზის ნაწილი მაღალი გამავლობის მანქანით ნაწილიც კი ფეხით გაიარა. ვითარება საკმაოდ მძიმეა, სამანქანო გზა მთლიანად მწყობრიდან არის გამოსული, მიზეზი 7 და 8 მეტრიანი ნაპრალებია. მსგავსი ვითარებაა საცხოვრებელი სახლების გვერდით. დასახლებაში ჩასულ გადამღებ ჯგუფს 85 მაცხოვრებლიდან არცერთი არ დახვდა. 85 ოჯახიდან ადგილზე ძირითადად მხოლოდ 1 ოჯახი ცხოვრობს, დანარჩენები კი იქ დასასვენებლად ზაფხულში ჩადიან. დასახლებაში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ მდინარე ვერე მათ პრობლემებს უქმნის მაშინ როცა ის დიდდება.

ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ მდინარის ადიდება 5 წელიწადში ერთხელ ხდება. გარდა ამისა ადიდებული მდინარე მეწყერსაშიშ ზონებს წარმოქმნის რაც მოსახლეობას დამატებით საფრთხეს უქმნის. 

გეოლოგები ადასტურებენ, რომ წვერი და მისი შემოგარენი დღესდღეობით მეწყერსაშიში ზონაა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები