13 ივნისის ღამეს, მდინარე ვერეს უცაბედად ადიდებამ თბილისში 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა სამი კი დაკარგულად ითვლება. დაღუპულთა გადარჩენას უშედეგოდ მაშველები, საპატრულო პოლიცია და მოქალაქეები ცდილობდნენ, თუმცა მათი ცხედრები სტიქიიდან რადენიმე დღის შემდეგ იპოვეს.
დაღუპულთა ნაწილი მდინარემ სახლებიდან, ნაწილი კი მანქანიდან გაიტაცა. ყველა მათგანის დაღუპვის მიზეზი უეცრად ადიდებული მდინარე გახდა.
დაღუპულების ნაწილი უკვე დაკრძალეს. დაღუპულთაგან ერთი მაშველი იყო, რამდენიმე სტუდენტი და მოხუცებული ადამიანი. მათ ბიოგრაფიებს "პოსტსკრიპტუმის" ჟუნრალისტმა გვანცა სუთიძემ გადახედა.