03 ოქტომბერი 2024,   00:40
ვრცლად
მსოფლიო მასშტაბით ცნობილ ბეჰემოტს აუზი ესაჭიროება-პრობლემები ზოოპარკში

13 მაისის შემდეგ მსოფლიო მასშტაბით ცნობადი ბეჰემოტი ბეგლარი სპილოსთან ერთად ბინადრობს. ზოოპარკში ამბობენ, რომ ბეჰემოტისთვის ეს აუზი შეუფერებელია და მას სპეციალური შენობა სჭირდება. როგორც ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე აცხადებს, ბეჰემოტი ბეგლარის მდგომარეობა აციებისთანავე გაუარესდება.

სტიქიის შემდეგ ზოოპარკის ადმინისტრაციამ უკვე ზუსტად იცის მოცულობით დიდი ცხოველების რაოდენობა, 2 კვლავ დაკარგულად ითვლება ნაწილი ცოცხალია ზოგი კი დაღუპული.

ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები ხვალ განახლდება.

ზურაბ გურიელიძე ამბობს, რომ ზოოპარკში მყოფი მღრღნელები, თუთიყუშები და სხვა მცირე ზომის ცხოველები მოვარდნილმა წყალმა დახოცა. გურიელიძე ვარაუდობს, რომ მათ ნეშთს ვერასდროს მიაგნებენ.

დღის ამბები