დღის ბოლოს ვერეს ხეობაში სოფლის მეურნეობის მინისტრი იმყოფებოდა, რომელიც სამელიორაციო სამსახურის დირექტორთან ერთად, ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.
მზიურის ტერიტორიაზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობს მძიმე ტექნიკა და იწმინდება პერიმეტრი. ეს პროცესი, როგორც აცხადებენ, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.
რაც შეეხება სადეზინფექციო სამუშაოებს, ოთარ დანელიას განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში, სტიქიის ზონები ისევ დამუშავდება სპეციალური სითხით.