სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვები დალოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. ილია მეორემ პარაკლისიც გადაიხადა. შეხვედრა კრწანისის ტყე-პარკში გაიმართა.
ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ერთ დღიანი პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება ჩატარდა. პატარებს ასევე გაესაუბრნენ ფსიქოლოგები. ბავშვებს საჩუქრები და ტკბილეულიც გადაეცათ.