UEFA-ს მატჩის ბილეთების გაყიდვა შესაძლოა ხვალისთვის გადაიდოს. როგორც ინტერნეტმაღაზია biletebi.ge-ს წარმომადგენლები ამბობენ, საიტზე კიბერშეტევასთან ერთად ბევრი მომხმარებელი ერთდოულად შევიდა.
როგორც საიტის წარმომადგენლები ამბობენ, სცადეს უცხოეთის მომხმარებლები დროებით ჩაეხსნათ და საიტს ისე ემუშავა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. UEFA-ს მითითებებით biletebi.ge-მ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს უნდა დაიწყოს.
"ტესტი გათვლილი იყო 2500 მყიდველზე წუთში. სამწუხაროდ, დღეს მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ საიტზე შევიდა 10 ათასი კაცი წუთში, ეს იყო 09:05 საათზე. რა თქმა უნდა, გაუჭირდათ. არა მარტო ჩვენ, არამედ უეფასაც. ხაზზე გვყავს ეს კომპანია და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს ხარვეზები გაასწორონ და ნორმალური გაყიდვები დაიწყონ", - განაცხადა დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე ზვიად სიჭინავამ.
UEFA-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვისთვის, biletebi.ge-მ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან 45 ათასი ევრო მიიღო.
"ბარსელონას" და "სევილიას" მატჩი თბილისში 2015 წლის 11 აგვისტოს არის დაგეგმილი.