მზიურის ტერიტორიაზე გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები გრძელდება. სამუშაოებში ჩართულები არიან სამხედროები, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და თბილისის მერიის უწყებების თანამშრომლები.
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, 2 დღეა ტერიტორიაზე მოხალისეები აღარ მუშაობენ.
"მოხალისეები 2 დღეა აღარ მუშაობენ ტერიტორიაზე. აღარ არის აუცილებლობა იმისა, რომ მოხალისეები იყვნენ ჩართული, იმიტომ, რომ უსაფრთხოების ზომები ვეღარ იქნება ისე დაცული, დიდი რაოდენობითაა მძიმე ტექნიკა შემოსული,"-განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.
მზიურის ტერიტორიაზე ძირითადად ვერეს მიერ ჩამოტანილი ხე-ტყის გატანა ხდება.