04 სექტემბერი 2026,   23:45
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 128 მილიონს გადააჭარბა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 128 მილიონს გადააჭარბა. გასული 24 საათის განმავლობაში ეს რიცხვი 440 000-ით გაიზარდა. დაიღუპა 7000-ზე მეტი პაციენტი. "ბლუმბერგის" მონაცემებით, მსოფლიოში 560 მილიონამდე დოზა ვაქცინაა გამოყენებული.

აქედან 146 მილიონი მხოლოდ შეერთებულ შტატებში. ყოველდღიურად 141 ქვეყანაში 15 მილიონ დოზამდე ვაქცინა კეთდება. აშშ-ში ჩატარებული კვლევის თანახმად, ფაიზერ-ბიოტექისა და მოდერნას ვაქცინებმა პირველი დოზის მიღებიდან 2 კვირის შემდეგ ინფიცირების რისკი 80%-ით შეამცირა.

კვლევის შედეგებით, ინფიცირების რისკი 90%-ით შემცირდა მეორე დოზის გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ. ექსპერიმენტში მონაწილეობა 3 950 ადამიანმა მიიღო და ის აშშ-ის 6 შტატში 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დღეს გავრცელდა მსოფლიოს 23 ქვეყნის ლიდერისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთო განცხადებაც. სადაც მხარეეები თანხმდებიან, რომ პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყნებმა გლობალური ხელშეკრულება უნდა გააფორმონ.

"იქნება სხვა პანდემიები და ჯანდაცვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საგანგებო სიტუაციები. არცერთ მთავრობას ან ორგანიზაციას არ შეუძლია, ამ საფრთხის მარტო მოგვარება. მიგვაჩნია, რომ ქვეყნებმა უნდა იმუშაონ ახალი საერთაშორისო შეთანხმების მისაღწევად პანდემიისთვის მზადყოფნისა და რეაგირების მიზნით" - აცხადებენ ლიდერები.

 



დღის ამბები