20 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
მზიურის ტერიტორიაზე მდებარე მომავლის სკოლასთან დაკავშირებით განათლების მინისტრმა განცხადება გააკეთა

მზიურის ტერიტორიაზე მდებარე მომავლის სკოლასთან დაკავშირებით, რომელიც სტიქიამ, თითქმის, მთლიანად გაანადგურა, განათლების განცხადება გააკეთა. თამარ სანიკიძის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ალტერნატიულ ფართთან დაკავშირებით.

"ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ამ ღონისძიებებში, ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებამდე მივა. ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც ჰქონდათ და რამდენიმე ათეული წლის ნამუშევარი იყო, რთულია ზუსტად ისეთივე შესთავაზო ადეკვატურობიდან გამომდინარე, მაგრამ ვფიქრობ, რომ გამოსავლის მოძიება შეიძლება. დანამდვილებით ვიცი, რომ რამდენიმე ალტერნატივა შესთავაზათ, მაგრამ მათი გადაწყვეტილება ჯერ არ ვიცი,"-განაცხადა თამარ სანიკიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები