შევეცდებით ბილეთების გაყიდვა დღის ბოლოდ დაიწყოს, ამ განცხადებას biletebi.ge-ს ადამინისტრაცია "რუსთავი 2"-თან საუბრის დროს აკეთებს. როგორც ინტერნეტმაღაზიის ხელმძღვანელობა ამბობს, UEFA-სთან გაფორმებული კონტრაქტი არ დაირღვევა თუ საიტზე ბილეთების გაყიდვა დღეს ვერ მოხერხდა.
რაც შეეხება გუშინ საიტზე ბილეთების გაყიდვის შესახებ ინფორმაციას, ინტერნეტმაღაზიაში ამბობენ, რომ ბილეთები მათ თავად შეიძინეს და საიტი დატესტეს.
საიტ biletebi.ge-ს წარმომადგენელი დავით მიზანდარი აცხადებს, რომ http://www.tritickets.org/- ზე ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით ისინი იფორმაციას არ ფლობენ და მათთან კავშირში არ არის. მიზანდარის გაცნხადებით აღნიშნული საიტი ბილეთების გარკვეულ რაოდენობას UEFA-ს მითითებით ყიდის.
biletebi.ge-ში აცახდებენ, რომ საიტის გათიშვის მიზეზი კიბერშეტევა და ერთდროულად 50 ათასი მომხმარებლის შემოსვლა გახდა. თუმცა დავით მიზანდარს უჭირს გააკეთოს განცხადება, რომელი ქვეყნიდან მოხდა კიბერშეტევა მათ ვებგვერდზე.