ქართული ინტერნეტმაღაზიის წარმომადგენლებმა დღეს დილით რამდენიმე მედიასაშუალებასთან საუბრის დროს განაცხადეს, რომ მათ ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა. რის შეგდებაც შს სამინისტროს თანამშრომლები ვებგვერდის ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ. თუმცა, როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, biletebi.ge-ს ადმინისტრაციამ არ იცის დანამდვილებით განხორციელდა თუ არა მათზე კიბერშეტევა.
ოფიციალურად ვებგვერდის ადმინისტრაციას ამ ეტაპზე შს სამინისტროსთვის გამოძიების დაწყების მოთხოვნით არ მიუმართავს.
შეგახსენებთ, რომ biletebi.ge-ს ხელმძღვანელი პირები დღეს აქტიურად საუბრობდნენ, რომ მათ ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა პარალელურ რეჟიმში კი ვებგვერდზე დიდი რაოდენობით მომხმარებელი შევიდა. როგორც მათ ბოლოს "რუსთავი 2"-თან საუბრის დროს განმარტეს ერთდროულად ვებგვერდზე 50 ათასი მომხმარებელი იმყოფებოდა მაშინ, როცა საიტი გათვლილი 2 ათას 500 მომხმარებელზე იყო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საუბრობენ, რომ თუ ქართული ინტერნეტმაღაზია ბილეთების გაყიდვას დღეიდან არ დაიწყებს UEFA-სთან გაფორმებული კონტრაქტი დაირღვევა. რასაც თავად biletebi.ge-ს წარმომადგენლები უარყოფენ.