მაშველებმა მტკვარში ორი ადამიანი გადაარჩინეს - ადიდებულმა მდინარემ ორი შუახნის მამაკაცს ნაპირზე გამოსვლის საშუალება არ მისცა. მოქალაქეები ზაჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, წყლის დონის მატების გამო, ხელოვნურად შექმნილ კუნძულზე აღმოჩნდნენ.
მოსახლეობამ ადგილზე სამაშველო ბრიგადა გამოიძახა. მაშველებმა ხელოვნურ კუნძულზე ჩარჩენილები უსაფრთხო ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.