19 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
ძლიერი ქარი და წვიმა - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1-ლ აპრილს დღის ბოლოდან 4 აპრილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ღამის საათებში მაღალ მთაში თოვლი, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 1-ლ აპრილს +17+22 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 2-3 აპრილს +10+15 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში +14+19 გრადუსამდე დათბება.

თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 1-3 აპრილს +15+17 გრადუსი დაფიქსირდება. 2-3 აპრილს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

დღის ამბები