20 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
დაგვიანებული რეაგირება სტიქიაზე-ოპოზიცია ნარმანიას იბარებს

13 ივნისის ღამეს ესტაკადაზე გადაღებულ ბოლო კადრებში ჩანს, რომ 12 საათსა და 48 წუთზე ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები უკვე იმყოფებიან. კითხვა, კი რომელიც ამ დრომდე პასუხგაუცემელია სწორედ ამ მონაკვეთს უკავშირდება.

რატომ არ მოხდა ამ ვითარებაშიც კი, მეწყერის ჩამოწოლიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ ესტაკადის გადაკეტვა?

საკრებულოს ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ სტიქიას ხელისუფლებამ არაკოორდინირებული ქმედებები დაახვედრა. არაორგანიზებულობის ერთ-ერთ მიზეზად კი მერიისთვის საგანგებო სამსახურის ჩამორთმევას ასახელებენ.

ოპოზიციის ნაწილს სტიქიაზე რეაგირების შესახებ საკრებულოს სხდომაზე ნარმანიას მოსმენა სურს, ნაწილი კი დამოუკიდებელი კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. 

საკრებულოს მმართველ გუნდში აცხადბენ, რომ რეაგირება სტიქიაზე დროული იყო, თუმცა ახლა ამ კითხვების დასმის დრო არ არის. 

სპეციალისტები შეცდომებზე არა სამაშველო სამსახურების ქმედებების, არამედ იმ პრევენციული ზომების გამო მიუთითებენ, რომელიც ხელისუფლებას შეეძლო და არ გაატარა.  

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი

 
ამავე თემაზე
დღის ამბები