ხმაური ბათუმში - "ქართული ოცნების" ოფისთან სამოქალაქო აქტივისტებმა კომენდანტის საათი გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა 6 მაისის პარკიდან მსვლელობით "ქართული ოცნების" ოფისთან გადავიდნენ და შენობაზე სტიკერების გაკვრას სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
პოლიციის წინააღმდეგობას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა სტიკერების გაკვრა მოგვიანებით მაინც მოახერხეს.