ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანას აქტიურად ეკონტაქტება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ელოდება, როდის გაივლის SINOPHARM ავტორიზაციას, რის შემდეგაც, საქართველო მის გამოყენებას დაიწყებს.
"უკვე 40 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი SINOPHARM-ის ვაქცინით და შესაბამისად, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ის ელოდება ავტორიზაციას. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს მიმოწერა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რის შედეგადაც საბჭოსთან მსჯელობის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდის იქნება ვაქცინაცია ჩინური ვაქცინით საქართველოში შესაძლებელი," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.