ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, Sinovac-ის ვაქცინის ავტორიზაციის პროცესი ქვეყანაში შემოტანის პარალელურად გრძელდება და შესაბამისად, მისი თქმით, დაყოვნება შესაძლოა უფრო ხანგრძლივი იყოს.
ამის შესახებ მინისტრმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
"Sinovac-ის ვაქცინის, რომელიც საქართველოს უსასყიდლოდ გადაეცემა, ავტორიზაციის პროცესი პარალელურად მიმდინარეობს. ამიტომ, მისი დაყოვნება, შესაძლოა, უფრო ხანგრძლივი იყოს. ამ ეტაპისთვის, აქტივობა ნამდვილად გაზრდილია. დღის ჭრილში 1000-1200 მოქალაქე მიმართავს ვაქცინაციის პროცესს, ამ მომენტისთვის 16 600 მოქალაქეა ვაქცინირებული და 19 000 ჯავშანი გვაქვს,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.