03 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
ფოთის მოსახლეობა გახშირებული რეიდებით უკმაყოფილოა

ბოლო 2 დღეა ფოთში გაძლიერებული რეიდები მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საპატრულო და კრიმინალური პოლიცია მოქალაქეებს ერთობლივად ამოწმებს. სამართალდამცავები მგზავრების ვინაობითაც ინტერესდებიან და საბარგულებსაც ჩხრეკენ.

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ასეთი რეიდები უკვე რამდნეიმე წელია არ ახსოვთ. მათი ერთი ნაწილი პოლიციის გააქტიურებას მხარს უჭერს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ სამართალდამცავების ასეთი ქმედებები მიზანშეწონილი არ არის.

ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ფოთში კრიმინოგენული ვითარება არ გაუარესებულა და ქალაქში სიმშვიდეა.

Rustavi2.com დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა ამ დრომდე ინფორმაციის მიღება უწყებიდან ვერ ხერხდება. 

დღის ამბები